დეკანოზის პროტესტი

28 სექტემბერი 2017, 00:00 2294 ნახვა

შიმშილობს თუ არა დეკანოზი გიორგი მამალაძე? სასჯელარსრულების სამინისტრო, ადვოკატის მიერ გაკეთებულ განცხადებას უარყოფს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, მსჯავრდებულმა გიორგი მამალაძემ პრეტენზია გამოთქვა სატელეფონო კომუნიკაციასთან დაკავშირებით არსებულ ტექნიკურ ხარვეზზე, თუმცა ის არ შიმშილობს. მანამდე კი მისმა ადვოკატმა  მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ მამალაძე საკვებისა და მედიკამენტების მიღებაზე უარს აცხადებს.

მიხიელ რამიშვილის თქმით ე.წ. ციანიდის საქმეზე დამნაშავედ ცნობილ მამალაძეს დღეს მის შვილთან ტელეფონით საუბრის საშუალება არ მიეცა, რის მიზეზადაც ხარვეზი დაუსახელეს. რამიშვილი ფაქტს ფსიქოლოგიურ ზეწოლად აფასებს და საკანში არსებულ ცუდ პირობებზე საუბრობს, მათ შორის კანალიზაციის სუნსა და ზოგადად საკვებთან დაკავშირებულ პრობლემებზე. რამიშვილის მტკიცებით, გიორგი მამალაძე ვითარების გამოსწორებამდე შიმშილობას განაგრძობს. 

ამავე კატეგორიაში