გეოლოგები მეწყრულ კერებს სწავლობენ

29 სექტემბერი 2017, 00:00 3045 ნახვა

ქობულეთში გეოლოგებმა 30-მდე დამეწყრილი საცხოვრებელი სახლი შეამოწმეს, დასკვნები ჯერ არ მომზადებულა, თუმცა წინასწარი მონაცემებით, თითქმის ყველა მათგანს ფერდსამაგრი კედლის მოწყობა დასჭირდება.

დღეს და ხვალ ჯგუფები შესწავლას გააგრძელებენ,  დასკვნები კი მომავალ კვირას გახდება ცნობილი. რაც შეეხება გზებს, გამგეობაში აცხადებენ, რომ შიდა სასოფლო გზები 19 მიმართულებით იწმინდება.

თუმცა არის ადგილები, სადაც გეოლოგების რჩევით ტექნიკა არ მუშაობს. წყალმომარაგება ისევ შეწყვეტილი აქვს ბუკნარის მოსახლეობას, მიზეზი სათავე ნაგებობის ქვიშით დაფარვაა. გაწმენდითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

ამავე კატეგორიაში