„გაუგებარია ის აჟიოტაჟი, რომელიც დღეს ამ საკითხის ირგვლივაა“ - ზურაბ პატარაძე

29 სექტემბერი 2017, 00:00 3072 ნახვა

„ჩემთვის გაუგებარია ის აჟიოტაჟი, რომელიც დღეს ამ საკითხის ირგვლივაა“ - ასე გამოეხმაურა ზურაბ პატარაძე ბათუმის საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორია აჭარის მთავრობას გადაეცა. რეგიონის პირველი პირის თქმით, კომპანია „ბიზნეს დეველოპმენტი“ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს განახორციელებს. დაგეგმილია საბაგიროს მშენებლობა-რეაბილიტაცია.

„ბოტანიკური ბაღის ცენტრალური შესასვლელი არაჩვეულებრივი სივრცეა. იქ გვაქვს ჩვენ ძველი საბჭოთა მოდელის საბაგირო გზა, რომელიც არ ფუნქციონირებს,  დაჯანგულია და დემონტაჟს საჭიროებს. კომპანია კი ტანამდროვე ტიპის საბაგირო გზის მშნებლობას გვტავაზობს, რომელიც რეგიონის განვიტარებას ხელს შეუწყობს. მეტი ვიზიტორი გვეყოლება. სამუშაოებში დიდი თანხა ჩაიდება“ - განაცხადა აჭარის ტავრობის ტავმჯდომარემ. ზურაბ პატარაძე კერძო სექტორის მიერ ინციირებულ პროექტებს მიესალმეა. 

ამავე კატეგორიაში