სისხლის ბანკის დირექტორს დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ

17 ივნისი 2016, 00:00 4149 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაცია ''შშმ პირთა უფლებებისთვის''  წარმომადგენლები სისხლის ბანკის დირექტორს დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ. ისინი ამბობენ, რომ მიმართეს ''ჰემა 2012''-ს ადმინისტრაციის შენობაზე მოწყობილი პანდუსი სტანდარტთან შესაბამისობაში მოეყვანათ. ორგანიზაციის  ხელმძღვანელისგან კი ოფიციალური წერილი მიიღეს.  თამარ ფერცელიძის თქმით, წერილში  ეწერა რომ, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე სისხლის დონორთა მიღება შესაბამისი პანდუსის მოწყობას არ საჭიროებს. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ამ პოზიციას ანტიდისკრიმინაციული კანონის დარღვევად აფასებენ და შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ. თავად სისხლის ბანკის დირექტორი ბეჟან ბერიძე აცხადებს, რომ საპასუხო წერილით მას მცდელობაც არ ჰქონია დაერღვია კანონი. მან  აქცენტი წერილში მხოლოდ საქმიანობის სპეციფიკაზე გააკეთა. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში