მექსიკაში თევზების წვიმა მოვიდა

30 სექტემბერი 2017, 00:00 6788 ნახვა

უჩვეულო  ბუნებრივი მოვლენის მომსწრეები გახდნენ მექსიკის ქალაქ ტამპიკოს მცხოვრებლები.  როგორც  ადგილობრივები  ყვებიან,   თევზები ციდან ქაოსურად ცვიოდა. ამ  ფაქტს  მარტივი  ახსნა აქვს. ქარბორბალა, რომელიც წარმოიქმნება წყლის ზედაპირზე, ისრუტავს  წყალს და  მასში  მყოფ ცოცხალ არსებებსაც,   ღრუბლების  მასებს კი შეუძლიათ რამდენიმე ათეულ კილომეტრში   დაცალონ  ყველაფერი, რაც   წყლიდან შეისრუტეს. 

თევზების წვიმა   სამხრეთ აფრიკაშიც დაფქსირდა.    ჰონდურასში  თევზების წვიმას ,,ღმერთის საჩუქარს“ უწოდებენ და ამ დროს ზეიმს  აწყობენ. მეტეოროლოგბი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებენ  და განმარტავენ, რომ ეს არ არის აპოკალიფსის მომასწავლებელი, არამედ ბუნებრივი ფენომენია.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში