ხმაური ახალქალაქში, სოფელ კუმურდოში

30 სექტემბერი 2017, 00:00 2728 ნახვა

ხმაური ახალქალაქში, სოფელ კუმურდოში. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივმა სომეხი ეროვნების მოსახლეობამ ქვაჯვრის დადგმის მიზნით, მე-10 საუკუნის ტაძრის ეზოში შესვლა სცადა. ისინი ტაძრის რესტავრაციას ეწინააღმდეგებიან.

აღნიშნული ტაძარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, იმყოფება კულტურის სამინისტროს ბალანსზე და მას იცავს დაცვის პოლიცია. თავდაპირველად, დაპირისპირება პოლიციასა და ადგილობრივებს შორის მოხდა, რის შემდეგაც დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა  ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავების მისვლის შემდეგ, ტაძართან შეკრებილებმა პოლიციას ქვები ესროლეს, შედეგად რამდენიმე პოლიციელი დაშავდა, ზოგიერთმა მათგანმა თავის არეში მიიღო დაზიანება. დაშავებულთა შორის, სავარაუდოდ, ადგილობრივებიც არიან. შინაგან საქმეთა მინისტრი კუმურდოს მოსახლეობას გაესაუბრა და ამ წუთებში დაშავებული პოლიციელების მოსანახულებლად იმყოფება.

ამავე კატეგორიაში