მშენებარე კორპუსის ხარაჩოს ჩამონგრევის დროს დაშავებული ხუთი მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

30 სექტემბერი 2017, 00:00 6706 ნახვა

მშენებარე კორპუსის ხარაჩოს ჩამონგრევის დროს დაშავებული ხუთი მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამი დაშავებული რესპუბლიკურ საავადმყოფშია მოთავსებული, მათ სხეულის დაჟეჟილობა აღენიშნებათ. ერთი დაშავებული კი რეფერალურ საავადმყოფოში გადის მკურნალობის კურსს და მას, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქირურგიული ოპერაცია ესაჭიროება.. სტაბილურია იმ მუშის მდგომარეობაც, რომელიც სასწრაფო - სამედიცინო ბრიგადამ ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა.

ორი მუშა ნანგრევებიდან მაშველებმა ამოიყვანეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ხიმშიაშვილის ქუჩაზე , კომპანია„ალიანსპალასის“ მრავალსართულიან მშენებარე კორპუსში მოხდა. მშენებარე კორპუსში სამუშაოების შესრულების დროს ხუთი მუშა, ხარაჩოს ჩამონგრევის დროს დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240- ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო- სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში