ტურისტული  ინფრასტრუქტურა 

01 ოქტომბერი 2017, 00:00 1965 ნახვა

მახუნცეთის ჩანჩქერთან  მისასვლელი  ბილიკი კვლავ არადაპტირებულია, ,ასევე მოსაწესრიგებელია პარკის ტერიტორია.  როგორც ქედის გამგეობაში განმარტავენ ინფრასტრუქტურული სამუშაოები ტურისტული ნაკადის კლების შემდეგ დაიწყება.  

მუნიციპალიტეტში მოსაწესრიგებელია , საღორეთისა და ზესოფლის ციხეებთან მისასვლელი გზებიც.  უგზოობისა და ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო ტურისტებისთვის ქედაში დღემდე 20 ჩანჩქერი უცნობია. მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის განმარტებით, დარჩენილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები მომავალ წელს ეტაპობრივად განხორციელდება.

ამავე კატეგორიაში