გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი დასრულდა

01 ოქტომბერი 2017, 00:00 2199 ნახვა

ბათუმის ფრინველების საემიგრაციო დერეფანში მსოფლიო რეკორდი დაფიქსირდა. გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი 24 სექტემბრის  დაიწყო და გუშინ კონფერენციით დასრულდა.

ფესტივალის ფარგლებში გადამფრენი ფრინველების პლათფორმებზე ექსკურსიები მოეწყო , ფესტივალის ფარგლებში ორნითოლოგები და ფრინველებზე დაკვირვების სპეციალისტები სემინარებსა და ლექციებს ატარებდნენ. ორგანიზაცია ბიარსი”- ის წარმომადგენლის იოანეს იანსენის ინფორმაციით აღირიცხა დიდი რაოდენობის კრაზანაჭამია ირაო, ძერა, ასევე 1591 მდელოს ბოლობეჭედა.

ამ ეტაპისთვის 850 ათასი მტაცებელი ფრინველია დათვლილი. ბათუმის საემიგრაციო დერეფანში შემოდგომის მიგრაციის პერიოდში მილიონზე მეტი გადამფრენი ფრინველი ფიქსირდება.
 

ამავე კატეგორიაში