“აგრო ბათუმი- 2017 “ დაიხურა

01 ოქტომბერი 2017, 00:00 3108 ნახვა

ბათუმში აგრო სასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების მე-7 საერთაშორისო გამოფენა დაიხურა. სამი დღის განმავლობაში სოფლის ნაწარმი: რუსეთის, თურქეთის, უკრაინის და საქართველოს 60-ზე მეტმა კომპანიამ წარმოადგინა. უკრაინულ და ქართულ კომპანიას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

ტრადიციულად გამოფენის ორგანიზატორი “ჯეონეტ ექსპოა”. გამოფენაში მონაწილე კომპანიებს სერტიფიკატები გადაეცათ, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოსაც. გამოფენას ბათუმის ყინულის სასახლე მასპინძლობდა, როგორც “ჯეონეტ ექსპო”-ს წარმომადგენლები აცხადებენ, მომავალ წელს შესაძლოა გამოფენას საკუთარ საგამოფენო სივრცეში უმასპინძლონ, რომლის მშენებლობისთვისაც პროექტი მზად აქვთ.

ამავე კატეგორიაში