ბათუმში ძლიერი წვიმა და ქარია მოსალოდნელი

02 ოქტომბერი 2017, 00:00 4346 ნახვა

ბათუმში წვიმა დღის მეორე ნახევრიდან გაძიერდება, მოსალოდნელია ქარი და 2-3 გრადუსით ტემპერატურის ვარდნა. ტემპერატურა დაიწევს მთლიანად საქართველოშიც.

ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების შედეგად, ქვეყნის ტერიტორიაზე, მოსალოდნელია- ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, წვიმა, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი, მაღალმთიან ზონაში თოვლი. სანაპირო კურორტებზე გაძლიერდება დასავლეთის ქარი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ცალკეულ მდინარეებზე წყალმოვარდნები და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

ზღვაზე შეიქმნება შტორმული სიტუაცია და ღელვა 4 ბალს მიაღწევს.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში