ბათუმის “დინამოს” ყოფილი მეკარე გარდაიცვალა

02 ოქტომბერი 2017, 00:00 6435 ნახვა

ბათუმის ''დინამოს'' ყოფილი მეკარე შოთა მამინაშვილი გარდაიცვალა. ფეხბურთელი ამჟამად კლუბ  "ზუგდიდის" მეკარე იყო. ეროვნული ლიგა ორის XXIX ტურის შეხვედრა "ვიტ ჯორჯიასა" და ზუგდიდს შორის მცხეთა პარკზე 16:00 საათზე უნდა გამართულიყო. თამაშის დაწყებამდე მოთელვაზე ზუგდიდელთა მეკარე, შოთა მამინაშვილი შეუძლოდ გახდა.

გუნდის ექიმისა და სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის გადაწყვეტილებით ფეხბურთელი დაუყოვნებლივ კლინიკაში გადაიყვანეს. საფეხბურთო კლუბში აცხადებენ, რომ ფეხბურთელი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ბათუმის "დინამოს" დირექტორის ოთარ ფედიჩკინის ინფორმაციით შოთა, წარსულში დინამოს მეკარის, მწვრთნელის, იური მამინაშვილის შვილი და ბათუმის საფეხბურთო სკოლის აღზრდილი გახლდათ. დინამოს მაისურით შოთა მამინაშვილმა 60-ზე მეტი მატჩი ჩაატარა.

ამავე კატეგორიაში