ნინო ბაციაშვილი საერთაშორისო დიდოსტატია

02 ოქტომბერი 2017, 00:00 1762 ნახვა

უმაღლესი წოდება ჭადრაკში – ნინო ბაციაშვილი დიდოსტატი გახდა. მას წოდებას ოფიციალურად ფიდეს უახლოეს კონგრესზე მიანიჭებენ. ბაციაშვილმა, ინგლისში მიმდინარე ტურნირზე, რეიტინგს 2500-ით გადააჭარბა და გამარჯვება მამაკაცთა შორის მოიპოვა.

იგი ამ წოდების მფლობელი მეხუთე ქალია საქართველოში,  მსოფლიოში კი 36-ე ადგილს იკავებს. გროსმაისტერის წოდება აქვს ასევე ნონა გაფრინდაშვილს, მაია ჩიბურდანიძეს, ნანა ძაგნიძესა და ბელა ხოტენაშვილს

ამავე კატეგორიაში