ხვალ შუადღიდან დასავლეთ საქართველოში ​გამოიდარებს

03 ოქტომბერი 2017, 00:00 5687 ნახვა

აჭარაში ძლიერი წვიმა დღის ბოლომდე გაგრძელდება, ღამის საათებში კი ნალექის ინტენსივობა შემცირდება და ხვალ შუადღიდან დასავლეთ საქართველოში ყველგან და აღმოსავლეთში ზოგან გამოიდარებს.

ციკლონთან არსებული, ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავლენით, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში ძლიერად წვიმდა. ბათუმსა და ქობულეთში 84 მმ ნალექი მოვიდა, ფოთში 55 მმ.

სანაპირო ზოლისთვის, ძლიერ წვიმად ითვლება 12 საათში მოსული 80 მმ და სტიქიად 120 მმ-ზე მეტი ნალექი. ამჟამად დაფიქსირებული ნალექის ჯამი, სანაპირო კურორტებზე, შესაძლოა ჩაითვალოს საშუალო და ზოგან ძლიერი წვიმის კატეგორიად.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში