ომბუდსმენი: ძალოვან სტრუქტურებში ძალადობის 60 ფაქტი ამ დრომდე გამოუძებელია

03 ოქტომბერი 2017, 00:00 2141 ნახვა

სახალხო დამცველმა სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ცილისწამების, არაადამიანურ მოპყრობისა და წამების ფაქტზე,შს სამინისტროს და პროკურატურას, ბოლო სამი წლის განმავლობაში,60-ჯერ მიმართა, თუმცა არც ერთ ფაქტზე გამოძიებას კონკრეტული შედეგი არ დაუდია. ამის შესახებ დღეს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ისაუბრა.

"ხშირია სამართალდამცავებს მხრიდან კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევები, შესაბამისად მოქალაქეების მომართვანობაც, ეს კი სისტემაში არსებულ სერიოზულ ხარვეზზე მიუთითებს და რეაგირებას საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან," - აცხადებს სახალხო დამცველი. 

ნანუაშვილი ხელისუფლებას მიმართავს რეკომენდაციით, ძალოვან უწყებებში რეფორმები გაატაროს და შეიქმნას სპეციალური საგამოძიებო უწყება, რომელიც სამართალდამცავების მხრიდან კანონის დარღვევის ფაქტებს შეისწავლის. 

"ძალადობის პრევენცია უნდა იყოს საზოგადოების და ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი" - განაცხადა სახალხო დამცველმა. 

სახალხო დამცველის უწყებამ დღეს ახალი კამპანია - “საზოგადოება წამების წინააღმდეგ” დაიწყო. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში