ევროპელი ტურისტების რაოდენობა გაიზარდა

03 ოქტომბერი 2017, 00:00 2976 ნახვა

საქართველოში ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით  გაიზარდა - ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, 2017 წელს, ევროპის ქვეყნებიდან იმ ტურისტების რაოდენობა გაიზარდა, რომლებიც დიდი ბრიტანეთიდან არიან.  გაზრდილია ვიზიტორების რაოდენობაა გერმანიიდან, საფრანგეთიდან, პოლონეთიდან, ლიტვადან და იტალიიდან. 

შსს მონაცემებით, ტურისტების საერთო რაოდენობაში ევროპელების წილი დაბალია.  ქვეყანაში წელს 2 მილიონ 783-ზე მეტი ტურისტი შემოვიდა, აქედან ევროპის ქვეყნებიდან 262, 333 მოქალაქე.  

  ყველაზე მეტი ვიზიტორი ქვეყანას წელს რუსეთიდან,  აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან და ირანიდან შემოვიდა.  

 

 

 

ამავე კატეგორიაში