სოფლების წყლისა და წყალარინების სისტემის პროექტი

03 ოქტომბერი 2017, 00:00 3148 ნახვა

აჭარის დაბებსა და სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლების   ანგარიშის განხილვა მიმდინარეობს ბათუმში. სამუშაო შეხვედრას პროექტის ავტორები, მუნიციპალიტეტის გამგებლები და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებიან.

პროექტი მუნიციპალიტეტებში ცენტრალიზებული წყლისა და საკანალიზაციო სისტემის მოწყობას ითვალისწინებს. პირველ ეტაპზე საკომუნიკაციო ქსელების მოწესრიგება დაბებში იგეგმება.

გათვალისწინებულია ასევე დეცენტრალიზებული წყლის სისტემები მაღალმთიან სოფლებში. კომუნალურ ინფრასტრუქტურაზე 50 მილიონამდე ევრო დაიხარჯება. პროექტი 7 წლიანია და მას აჭარის მთავრობა გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტს კოორდინირებას სპეციალურად შექმნილი “აჭარის წყლის ალიანსი” გაუწევს, რომელიც აჭარის მთავრობასა და მუნიციპალიტეტებს აერთიანებს.  

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში