ახალი პროგრამა - ''სტარტაპ საქართველო''

17 ივნისი 2016, 00:00 3594 ნახვა

ინოვაციური ბიზნეს ხელშეწყობის პროგრამა "სტარტაპ საქართველო'" დაიწყო. პირველ ეტაპზე სახელმწიფო 11 მილიონ ლარს ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროექტების დასაფინანსებლად გამოყოფს. სამომავლოდ კი სტარტაპების დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა 35 მილიონამდე გაიზარდოს. განაცხადების მიღება 17 ივნისიდან დაიწყება და 31 ივლისამდე გაგრძელდება. პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე ახალგაზრდის ინოვაციური იდეებიც მოისმინა, რომლებიც შესაძლოა, მომავალში ახალი პროგრამით დაფინანსდნენ.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში