სარფის საბაჟოს ხელმძღვანელი: ''ვესაუბრეთ თურქ მებაჟეებს, პრობლემა აღმოფხვრილია''

04 ოქტომბერი 2017, 00:00 6229 ნახვა

სარფის საბაჟოს ხელმძღვანელი ვლადიმერ სამხარაძის ინფორმაციით თურქეთის საბაჟოს ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების შემდეგ საზღვრის გადაკვეთა საქართველოს მოქალაქეებისთვის უპრობლემოდ ხორციელდება.

,,ვესაუბრეთ თურქ მებაჟეებს, ხელმძღვანელობას. აღმოფხვრილია ვითარება მთლიანად, მოქალაქეები პრობლემის გარეშე გადადიან საზღვარზე '' - განაცხადა სამხარაძემ. ამ თემაზე დამატებით შეკითხვებს საბაჟოს ხელმძღვანელმა არ უპასუხა. 

ბოლო პერიოდში სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე საქართველოს მოქალაქეები თურქი მებაჟეების მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე საუბრობდნენ. ერთ-ერთი ასეთ შეტყობინების დროს, 25 სექტემბერს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღები ჯგუფი ფაქტის გადასაღებად მივიდა. თურქმა მებაჟემ მაუწყებლის ჟურნალისტს და ოპერატორს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 

ინციდენტზე საქართველოს შს სამინისტრომ დაიწყო გამოძიება. ამ საკითხზე კომენტარი გუშინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემაც გააკეთა. პატარაძემ განაცხადა, რომ საზღვარზე მომხდარ ინციდენტებზე და  პრობლემებზე ართვინის გუბერნატორთან ისაუბრებს. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში