აქცია ციხისძირში

17 ივნისი 2016, 00:00 2912 ნახვა

ციხისძირის მოსახლეობა სოფლის სრულად გაზიფიცირებას, გზების მოწესრიგებასა და უწყლობის პრობლემის გადაჭრას ითხოვს. ისინი ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვას აპირებენ, თუ ხელისუფლება დროულად არ დაიწყებს სამუშაოებს. აქციაზე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. ისინი ამბობენ, რომ ადგილობრივებმა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების შესახებ, ხელისუფლებისგან დაპირება ჯერ კიდევ 1 თვის წინ მიიღეს. აქციის მონაწილეებთან ქობულეთის გამგებლის მოადგილე მივიდა და განუმარტა, რომ სამუშაოები მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად მიმდინარეობს. 

ნინო ინაიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში