თამაზ ბაკურიძე გენერალურ პროკურორს მიმართავს

04 ოქტომბერი 2017, 00:00 3079 ნახვა

უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე ძმის, კობა ბაკურიძის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, ხელისუფლებას და მთავარ პროკურორს მიმართავს. ბაკურიძე ითხოვს, რომ  საქმე პირად კონტროლზე აიყვანონ. უფლებადამცველი აცხადებს,  რომ ფაქტიდან 3 თვე გავიდა, თუმცა პროკურატურაში ოჯახის არც ერთი წევრი არ დაუბარებიათ. ბაკურიძე საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებითაც არ ფლობს ინფორმაციას და ამბობს, რომ არ იცის რა ეტაპზეა გამოძიება. ეჭვობს, რომ ხელისუფლებას საკითხით დაინტერესება არც უცდია.

სპორტსმენი კობა ბაკურიძე სამი თვის წინ ბათუმში, სასტუმრო შერატონის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუჩინარდა. სამაშველო სამუშაოები, რომელიც რამდენიმე დღე გაგრძელდა, უშედეგო აღმოჩნდა. საქმე სისიხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ჩვენ დავუკავშირდით პროკურატურას თუმცა ძალოვან უწყებაში ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

ამავე კატეგორიაში