გაფრთხილება მეთევზეებს

17 ივნისი 2016, 00:00 3814 ნახვა

ნურიის ტბაში ტოქსიკური ციანობაქტერიების დონის მატების მიზეზს სპეციალური კომისია შეისწავლის, რომელიც ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოში შეიქმნება. ტბაში თევზაობის აკრძალვის შესახებ განცხადება მეთევზეთა ასოციაციაციის ხელმძღვანელმა დღეს გააკეთა. რომან ჯიქია მოუწოდებს მეთევზეებს არ ითევზაონ ვიდრე ლაბორატორიული კვლევებით არ დადგინდება რამდენად საშიშია წყალმცენარეები, რომლებიც ტბის ზედაპირს მოედო და რა რაოდენობით გოგირდს გამოყოფენ. კვლევის შედეგები მომავალ კვირას გახდება ცნობილი.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში