სკოლის ბუფეტების მონიტორინგი

05 ოქტომბერი 2017, 00:00 2813 ნახვა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად სასკოლო დაწესებულებებში კვების ბლოკების შემოწმება განახლდა. შემოწმებული 15-მდე სკოლის კვების ობიექტიდან აჭარაში ერთი სკოლის - ქობულეთის 2–ე სკოლის კვების ობიექტი დროებით დაიხურა, თუმცა რეკომენდაციების გათვალისწინების შემდეგ სამუშაო საქმიანობა განახლებულია.  

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მიმდინარე წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 494 სკოლის სასადილო შემოწმდა. 3 სკოლის კვების ბლოკში აღინიშნა შეუსაბამობები, რის გამოც ბიზნესოპერატორებს შეუჩერდათ საწარმოო პროცესი, თუმცა მიცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით, სამივე ბიზნესოპერატორმა საქმიანობა უკვე განაახლა. 

ამავე კატეგორიაში