აჭარის შესახებ რეპორტაჟები ესტონურ მედიაში

05 ოქტომბერი 2017, 00:00 2286 ნახვა

აჭარის ტურისტული შესაძლებლობების შესახებ ესტონელი ჟურნალისტები ტელერეპორტაჟებს, ბლოგებსა და სტატიებს მოამზადებენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით პრესტურის ფარგლებში მედიის წარმომადგენლები მთიანი აჭარის ტურისტულ პროდუქტებს, ადგილობრივ სამზარეულოსა და ფოლკლორს გაეცნენ. მათ საშუალება მიეცათ ჩართულიყვნენ კულინარიულ მასტერკლასშიც.

ენვერ ხაბაძის სახელობის აჭარის სახელმწიფო ანსამბლში „ბათუმი“ ჟურნალისტებმა აჭარული განდაგანის ფორმები მოირგეს. პრესტურის მონაწილეები ბათუმის საავტორო ფილმებისა და ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალებსაც დაესწრნენ.

ამავე კატეგორიაში