წინასაარჩევნო პერიოდის მედია მონიტორინგი

05 ოქტომბერი 2017, 00:00 2883 ნახვა

 აჭარის ტელევიზიის თვითრეგულირების მექანიზმში არც ერთი საჩივარი, კომპანიის მიერ მიუკერძოებლობის, სამართლიანობის პრინციპისა და ბალანსის დარღვევის შესახებ არ შესულა.  ამის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების კომისიის განცხადებაშია ნათქვამი.  - საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ყოველდღიურ ახალ ამბებში კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს მნიშვნელოვან საკითხებზე  ეძლეოდათ  კომენტარის  გაკეთების საშუალება.

შუალედურ ანგარიშში საუბარია გენდერულ ჭრილში გაშუქებაზეც, ახალ ამბებში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის განკუთვნილი დრო ასე გადანაწილდა: 89% კაცი, 11% ქალი. აჭარის ტელევიზიის მიერ საჯაროდ გამოცხადებულია და კომისიაში წარმოდგენილია მაუწყებლის ყოველკვირეული ინფორმაცია პოლიტიკური აგიტაციისთვის გამოყოფილი დროის და საეთერო დროის ტარიფებისა და გაწეული  მომსახურების შესახებ. მოცემული მედია მონიტორინგის შედეგები პირველი შუალედური ანგარიშია და მოიცავს  2017 წლის 23 აგვისტოდან 22 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს.

ამავე კატეგორიაში