შემოდგომაზე გასათვალიწინებელი რჩევები ავტომოყვარულებს

05 ოქტომბერი 2017, 00:00 3625 ნახვა

შემოდგომა წელიწადის ყველაზე ფერადი დროა. ავტომობილით გასეირნება კი საუკეთესო საშუალება, შემოდგომის პეიზაჟით დასატკბობად. თუმცა არამდგრადი ამინდის გამო, დიდია რისკი  სირთულეებს გადააწყდეთ.

გთავაზობთ რჩევებს, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მძღოლებმა

-         ყოველთვის გახსოვდეთ!

ფერადი ფოთლები ნამდვილი დღესასწაულია, მაგრამ ინტენსიური ფოთოლცვენა სახიფათოა, განსაკუთრებით მაშინ თუ ტენიანობა მაღალია. ასეთ დროს ფოთლებს შეიძლება იყოს იმაზე სახიფათო, ვიდრე ყინულია.

-         არ მისცეთ მზიან ამინდს უფლება პრობლემები შეგიქმნათ

შემოდგომაზე დღის ხანგძლივობა ყოველდღე კლებულობს, წლის ცხელი სეზონისგან განსხვავებით კი მზის წრებრუნვა დაბლა იწევს. რაც საფრთხეს უქმნის მძღოლებს საჭესთან ყოფნის დროს. ასეთ შემთხვევაში, ყოველთვის ატარეთ მზის სათვალე და ჩამოწიეთ ავტომობილის წინა მხარეს არსებული საჩრდილობლები.

-         ნებისმიერ დროს შეიძლება დავარდეს ტემპერატურა და მოიყინოს გზა

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო სეზონის მეორე ნახევარში. ღამით უკვე ტემპერატურა იკლებს მინუს ნიშნულზე და მასთან ახლოს. მსგავსი სიტუაცია კი იდეალურ პირობებს ქმნის ყინულის თხელი ფენის წარმოსაქმნელად.

-         წვიმისა და ნისლის დროს ყოველთვის გამოიყენეთ ღამის განათება

შემოდგომით ხშირია ნისლიანი ამინდი და კოკისპირული წვიმა. ამიტომ, იარეთ ნელი სვლით,  ამ დროს ხილვადობა გაუარესებულია. დაიჭირეთ მანძილი სხვა ავტომობილებს შორის.

უსაფრთხო მგზავრობას გისურვებთ

 

 

 

 

 

 

 

 

 

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში