ნატოს სამიტი

06 ოქტომბერი 2017, 00:00 1812 ნახვა

რუსეთის აგრესიული ქმედებები და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება, ტერორიზმის საფრთხეები და ინფორმაციული ომის ახალი ტენდენციები - ამ საკითხებზე იმსჯელებენ NATO-ს საპარალამენტო ასამბლეის 63-ე სესიაზე, რომელიც ბუქარესტში დღეს იხსნება.

რუსეთთან დაძაბულ ურთიერთობებთან  დაკავშირებით ასამბლეის წევრების მიერ მომზადებულ, რამდენიმე რეზოლუციის პროექტშია საუბარი. NATO-საპარლამენტო ასამბლეის 63-ე სესიაში ალიანსის 29 წევრი და 23 პარტნიორი ქვეყნის დელეგატები მიიღებენ მონაწილეობას. ორშაბათს პლენარული სხდომა გაიმართება რომელზეც რეზოლუციას დაამტკიცებენ. 

ამავე კატეგორიაში