ალექსანდრე ჯეჯელავა: „ჩანთების შემსუბუქების პრობლემა მხოლოდ ახალი წიგნებით ვერ მოგვარდება“

06 ოქტომბერი 2017, 00:00 4769 ნახვა

მძიმე ჩანთა - ეს მოსწავლეებისა და მშობლების ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ალექსანდრე ჯეჯელავა ამბობს, რომ საქართველოს განათლების სამინისტრო აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. „მოსწავლეებმა შვება გარკვეულწილად წელს უნდა იგრძნონ. სკოლებში მათთვის ინდივიდუალური შესანახი კარადები მოეწყობა,  ვისაც აქვს საშუალება, შეუძლია წიგნები სახლიდან არ ატაროს. სასწავლო დაწესებულებაში კარადაში შეინახოს, რაც  ჩანთას შეამსუბუქებს“ - განმარტავს  მინისტრი.

ალექსანდრე ჯეჯელავა აცხადებს, რომ საკითხს ყურადღება უნდა მიაქციონ, როგორც  მშობლებმა ასევე პედაგოგებმა. „ეს ძალიან სერიოზული საკითხია და მხოლოდ ახალი სახელმძღვანელოს გადაცემა ამას არ მოაგვარებს.  წიგნების ახლით ჩანაცვლების პროცესი ერთი წლით გადაიდო, გამომცემლები ნერვიულობდნენ, რაც საავტორო უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს ეხებოდა.  შემოდგომაზე სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსია უკვე გვექნება“ - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ახალი სახელმძღვანელოების მოსწავლეებისთვის დარიგება მიმდინარე სასწავლო წელს იგეგმებოდა, თუმცა დროის სიმცირის გამო ინიციატივის ამოქმედება ერთი წლით გადაიდო.   

 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში