შუახევში მოქმედი 10 მეჩეთი მუსლიმთა სამმართველოს გადაეცა

06 ოქტომბერი 2017, 00:00 6687 ნახვა

მუსლიმთა სამმართველოს სარგებლობის უფლებით 10 მეჩეთი გადაეცა, რომლებიც შუახევის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. საუბარია სოფლების: ტბეთის, ვანის, წაბლანას, ჭალას, ტაკიძეების, წყაროთას, ხაბელაშვილების, ზამლეთის, ახალდაბისა და ზემო  ხევის სამლოცველოებზე .

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებულმა რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელმა კომისიამ მეოთხე სხდომა დღეს გამართა, სადაც 9 რელიგიური ორგანიზაცისთვის ქონების გადაცემასთნ დაკავშირებული საკითხები გადაწყდა.

მუსლიმთა სამმართველოს პარალელურად, საბჭომ  მართლმადიდებლური ეკლესიის 17 შუამდგომლობა განიხილა, რომელიც ეკლესიების მშენებლობის პროცესში ფინანსურ დახმარებას ეხებოდა. აქედან დადებითი გადაწყვეტილება 16-ზე გაიცა.

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში