დეკანოზის ადვოკატები პარლამენტის წინააღმდეგ 

06 ოქტომბერი 2017, 00:00 2071 ნახვა

ვინ გაასაჯაროვა დახურული სხდომის მასალები? პროკურატურა ანონიმურ წყაროებს ეძებს, ადვოკატები კი პარლამენტს უპირისპირდებიან. მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის ინტერესების დამცველები საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ და იმ მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ, რომელიც ადვოკატებს საქმის მასალების გასაჯაროებას უკრძალავს. ამბობენ, რომ ამ შეზღუდვით თანასწორობის უფლება დაირღვა.  

სარჩელით კი, პირველ რიგში, პროკურატურის მიერ წამოწყებული გამოძიების შეჩერებას ცდილობენ, რაც დახურულ სასამართლო სხდომებზე გაკეთებული აუდიოჩანაწერების გავრცელებას ეხება. გამოძიების პროცესში დაკითხვაზე ადვოკატები დაიბარეს, თუმცა ისინი პასუხების გაცემაზე უარს ამბობენ. საქმესთან დაკავშირებით დღეს პატრიარქის მდივანმა საკუთარი პოზიცია გაახმოვანა და თქვა, რომ  რომ “ე.წ. ციანიდის საქმე წარსულს უნდა ჩაბარდეს.”

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში