მარტის მოვლენები - ღოღობერიძის სასამართლო

07 ოქტომბერი 2017, 00:00 2393 ნახვა

11-12 მარტის აქციის ორგანიზებაში ბრალდებული მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას სასამართლო პროცესი დღეს 13 საათზე განახლდება. საპროცესო კანონის წესით სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით უნდა იმსჯელოს. პროცესს მერაბ ღოღობერიძე სავარაუდოდ ვერ  დაესწრება. მას ოპერაცია ჩაუტარდა.

ბრალდებულის ადვოკატს მოლოდინი აქვს, რომ დღეს ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, გირაოთი შეეცვლებათ. პაატა შავაძის თქმით, საქმეში ახალი გარემოებებია, მათ შორისაა ისიც,  რომ დაკითხულია ძირითადი მოწმეები და მათზე ზეწოლის ალბათობა არ არსებობს. წინა სასამართლო პროცესზე ბრალდებულების საქმეზე სასამართლოს ჩვენება საპატრულო პოლიციის ყოფილმა უფროსმა კახაბერ ბუხრაძემ და ასევე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის  ხელმძღვანელმა ლაშა გონიაშვილმა მისცეს ჩვენება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში