ღოღობერიძე და ჩხვირკია  პატიმრობაში რჩებიან

07 ოქტომბერი 2017, 00:00 1918 ნახვა

11-12 მარტის აქციის ორგანიზებაში ბრალდებული მერაბ ღოღიბერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას სასამართლო პროცესი დღეს 13 საათზე განახლდება. საპროცესო კანონის წესით დღეს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით უნდა იმსჯელოს. პროცესს მერაბ ღოღობერიძე სავარაუდოდ ვერ  დაესწრება. მას ოპერაცია ჩაუტარდა.

მის ადვოკატს მოლოდინი აქვს, რომ დღეს ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეეცვლებათ. პაატა შავაძის თქმით, საქმეში ახალი გარემოებებია, მათ შორისაა ის გარემოებაც,  რომ დაკითხულია ძირითადი მოწმეები და მათზე ზეწოლის ალბათობა არ არსებობს. წინა სასამართლო პროცესზე ბრალდებულების საქმეზე სასამართლოს ჩვენება საპატრულო პოლიციის ყოფილმა უფროსმა კახაბერ ბუხრაძემ და ასევე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის  ხელმძღვანელმა ლაშა გონიაშვილმა მისცეს ჩვენება.

ამავე კატეგორიაში