არქტიკა უფრო სწრაფად თბება, ვიდრე მსოფლიოს სხვა კონტინენტები

08 ოქტომბერი 2017, 00:00 5463 ნახვა

,,გადავარჩინოთ არქტიკა და იქ არსებული უნიკალური ცხოველები, მათ სიცოცხლე სურთ“ - ციტირებენ  ცნობილი ტელეარხები. ამის მიზეზი, მკვლევარების მიერ გამოქვეყნებული დასკვნაა.

გასული 1 წლის მანძილზე, მეცნიერები აკვირდებოდნენ, ყინულის ზედაპირის დნობას გრელანდიაში და წყლის დონის ცვლილებას ოკეანეებში, რაც  დიდ გავლენას ახდენს მთელს დედამიწაზე.
კვლევის შედეგებით დადგინდა, რომ არქტიკაში ამჟამად ყინულის ზედაპირზე ტემპერატურა 1.5 გრადუსით უფრო მაღალია, საშუალო ტემპერატურასთან მიმართებაში.

ცვლილება ადასტურებს, ჯერ კიდევ 30 წლის წინ გაკეთებულ პროგნოზს, იმის თაობაზე, რომ არქტიკის ტერიტორია უფრო მეტად და ჩქარა თბება, ვიდრე დანარჩენი კონტინენტები.
ბოლო 6 წლის განმავლობაში  ჩრდილოეთ ნახევარსფეროს  (60°N)N ცალკეულ დასახლებებში, ზაფხულის დღეების რაოდენობა 86 დღით განისაზღვრა, მაშინ როდესაც 2009 წლამდე,  65-იდან 68 დღემდე იყო. თბილი პერიოდის გაზრდის ხარჯზე კი პირველი მინიმალური, უარყოფითი ტემპერატურა უკვე 2 კვირით გვიან ფიქსირდება.

წყარო - www.bbc.co.uk

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში