დეკანოზი მამალაძის ოჯახის წევრს ფულს სძალავდნენ

09 ოქტომბერი 2017, 00:00 7206 ნახვა

ბათუმში, დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის, მალხაზ მამალაძის საცხოვრებელ სახლში, უცნობი მამაკაცი დილის 5 საათზე 30 წუთზე მივიდა და ფული მოსთხოვა.

მალხაზ მამალაძე ყვება, რომ ის სახლში პირველად დარჩა მარტო, გამთენიისას კი კარზე უცნობმა მამაკაცმა დაუკაკუნა. მისი თქმით, ის შავებში იყო, ეკეთა ხელთათმანები და კაპიშონიანი მაისური ეცვა. მახლაზ მამალაძის ამბობს, რომ კარის გაღების შემდეგ, მამაკაცმა დააზუსტა იყო თუ არა დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა და შემდეგ  ფული მოსთხოვა. 

მამალაძემ მოახერხა უცნობი მამაკაცისთვის ხელი ეკრა და გაქცეულიყო, შემდეგ გამოიძახა პოლიცია. 

ბათუმის #5 განყოფილებაში დაკითხვაზე ამ დრომდე იმყოფებიან, ამბობენ რომ ეს მუქარა იყო და დეკანოზის სასამართლო პროცესს უკავშირდება. თუმცა მამალაძის ოჯახი არ აკონკრეტებს  ვისგან მოდიოდა ეს მუქარა. 

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში