დაგვიანდა თუ არა ფაროსანას წინააღმდეგ ქიმიკატების დარიგება

10 ოქტომბერი 2017, 00:00 5159 ნახვა

დაგვიანდა თუ არა აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ქიმიკატების დარიგება მოსახლეობაში? მავნებელმა მწერმა გამოსაზამთრებლად შენობებში გადაინაცვლა, ხოლო პრეპარატები, რომელიც მოსახლეობას მწერთან საბრძოლველად ახლა ურიგდება, ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა და მისი გამოყენება შენობაში კატეგორიულად აკრძალულია.  

სოფელ თოდოგაურის მცხოვრები ამირან აბულაძე ამბობს, რომ დაგვიანებულია. მის კარმიდამოში ფაროისანამ ხილ-ბოსტნეული უკვე გააფუჭა."გავიგე დღეს არიგებენ წამალსო, მაგრამ ძირითადად დაბინავდა ფაროსანა სახლებში და აწი სახლებს თუ დავწამლავთ ეგაა, თუმცა არ ვიცი უვნებელი თუა? აქამდე ეძინათ?" - აცხადებს ამირან აბულაძე, რომელიც მავნებელს საკუთარი ძალებით ებრძვის. 

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქიმიკატები უკვე მუნიციპალიტეტებშია და მოსახლეობას შეუძლია ისარგებლოს, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ მოსახლეობის მხრიდან დაინტერესება ნაკლებია. 

კითხვაზე, არის თუ არ ადაგვიანებული შხამ-ქიმიკატების გამოყენება, მაშინ როცა ფაროსანა შევიდა შენობებში, სამინისტროს წარმომადგენელი მამუკა თურმანიძე ამბობს, რომ იდეალური დრო შეწამვლის, ან კონკრეტული თარიღი არ არსებობს. "24 სექტემბერს, კვირა დღეს - დავარიგეთ პრეპარატები მუნიციიპალიტეტებში, ვფიქრობ არაა დაგვიანებული, რადგან 24 სექტემბრიდან ოქტომბრის შუალედშია საუკეთესო პერიოდი წამლობისთვის, პარაზიტების ნაწილი კარმიდამოშია და საფრთხეს უქმნის ციტრუსის ნაყოფს" - აცხადებს მამუკა თურმნაიძე.

არ თვლიან, რომ დაგვიანებულია, თუმცა აცხადებენ, რომ პრეპარატი კონტაქტურია, ანუ მაშინ კვდება მავნებელი, როცა მასთან შეხება აქვს, ამიტომ სასურველია კარმიდამოს შეწამვლა მაშინ, როდესაც ყველა აზიური ფაროსანას გარეთაა.

ფაროისანას განვითარების 5 ეტაპი აქვს. სახლებში გამოსაზამთრებლად ის მავნებელი შედის, რომელიც უკვე განვითარების მე-5 ფაზაშია, პატარა მავნებლები კი რჩებიან გარეთ და საფრთხეს უქმნიან სხვადასხვა კულტურას. ამიტომ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მკაცრი რეკომენდაციაა, შეიწამლოს კარმიდამოს ყველა ზოლი თვეში ერთხელ. 

აღსანიშნავია, რომ შესაწამლი პრეპარატის გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია შენობაში, მათ შორის ისეთ შემთვევაშიც, თუ სახლში არავინ ცხოვრობს და პრევენციულად გინდათ მისი დამუშავება. 

დასაშვებია სახლის გარე კედლებისა და აივნების დამუშავება, თუმცა არ უნდა შევეხოთ დამუშავებულ ფართს ხელით. 

სახლებში ფაროსანას უნდა ვებრძოლოთ მექანიკურად, ყველა საშუალებით, რაც გაგავაჩნია. მტვერსასრუტი, წყლის ბოთლი, ყუთები და ა.შ. 

ამავე კატეგორიაში