აზიური ფაროსანა

10 ოქტომბერი 2017, 00:00 2223 ნახვა

ქართველი მეცნიერები აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის გზებს ეძებენ. სპეციალისტები სხვადასხვა პრეპარატს სწავლობენ, ცდილობენ დაადგინონ ყველაზე ეფექტიანი და სწრაფი საშუალებები. მათი პოზიციები დღეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა მოისმინა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა პრობლემის სიმწვავეს. იმსჯელეს სამოქმედო გეგმებზეც.

აზიურმა ფაროსანამ განსაკუთრებით დასავლეთ საქართველო, სამეგრელო და გურია დააზარალა, მავნებელი მწერი მრავლადაა აჭარაშიც. მწერი ამინდის შესაბამისად მოქმედებს და სიცივესთან ერთად გამოსაზამთრებლად შენობებში შედის. სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მაქსიმალური ჩართულობისკენ მოუწოდებს. მიწის ნაკვეთების შეწამლვა სპეციალური ქიმიკატებითაა შესაძლებელი, თუმცა საცხოვრებელი სახლის პირობებში მისი გამოყენება აკრძალულია, შესაბამისად ამ შემთხვევაში მოსახლეობას მექანიკურ დამუშავებას ურჩევენ.

ამავე კატეგორიაში