ტრამპმა კალიფორნია უბედურების ზონად გამოაცხადა

11 ოქტომბერი 2017, 00:00 5473 ნახვა

კალიფორნიის ტყეში უკვე მეორე დღეა ხანძარი მძვინვარებს, რომელსაც ათასობით მეხანძრე ებრძვის, თუმცა ამ დროისთვის ცეცხლის ჩაქრობა ვერ ხერხდება. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია ავიაცია. საგანგებო რეჟიმში მუშაობს ყველა შესაბამისი სამსახური, დონალდ ტრამპმა კი შტატი უბედურების ზონად გამოაცხადა. 

განსაკუთრებით რთული ვითარებაა ჩრდილოეთ კალიფორნიის ,,ღვინის რეგიონში“, სადაც საუკეთესო ყურძენი იზრდება და მისი უდიდესი ნაწილი განადგურებულია.

მოქმედებს საგანგებო რეჟიმი, დახურულია საავადმყოფოები და სასწავლო დაწესებულებები, ევაკუირებულია მოსახლეობის უმეტესობა. გარდაცვლილია 15 ადამიანი და 150 დაკარგულად ითვლება. რეგიონში დაახლოებით 3 ათასი სახლი და კომერციული შენობაა განადგურებული.

 

სან-ფრანცისკოს ხელისუფლებამ, გაფრთხილება გამოაცხადა ხანძრისგან გამოწვეული, ჰაერის ხარისხის დაბინძურების საშიშროების გამო.

ამ დროისათვის კალიფორნიის ჩრდილოეთ ნაწილი, კვლავ ცეცხლის ალშია გახვეული. ხანძრის ჩაქრობა ძლიერი ქარიშხლის გამო ვერ ხერხდება.

წყარო - www.weather.com/news

 

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში