პირობითი მსჯავრით გათავისუფლებული იარაღის უკანონო ტარებისთვის დააკავეს

11 ოქტომბერი 2017, 00:00 3125 ნახვა

ბათუმში, 26 წლის მამაკაცი აჭარის პოლიციამ დააკავა. უწყებამ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გამოიკვლია, რომ პირობითი მსჯავრით გათავისუფლებული მამაკაცი უკანონოდ ფლობდა იარაღს და საბრძოლო მასალებს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას,'' ბრაუნინგის'' სისტემის არარეგისტრირებული პისტოლეტი და 41 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

პოლიციის ვებ გვერდზე ​ გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაკავებული პირი წარსულში რამდენჯერმეა ნასამართლევი. 

ამავე კატეგორიაში