ლიბიაში დაპატიმრებული მეზღვაურების ახლობლები აქციას მართავენ

11 ოქტომბერი 2017, 00:00 3407 ნახვა

ლიბიაში არალეგალური ტვირთით არალეგალურ ნაოსნობის ბრალდებით დაპატიმრებული ქართველი მეზღვაურების ოჯახის წევრები აქციას "საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოს" შენობასთან მართავენ.

ისინი ამბობენ, რომ მათი ოჯახის წევრები მძიმე პირობებში იმყოფებიან და მათ სასწრაფოდ სჭირდებათ დახმარება. "ცუდ პირობებში არიან საქართველოს მოქალაქეები და ხელისუფლება არაფერს აკეთებს მათ დასახმარებლად, გვესმის რომ რთულია მოლაპარაკებები, მაგრამ შესაძლებელია" - აცხადებს დაკავებული მეზღვაურის ოჯახის წევრი. მათი ინფორმაციით,  ოჯახის წევრების მიერ გაგზავნილი  თანხა მეზღვაურებამდე არ მიდის.

სამი ქართველ მეზღვაური ამ დროისთვის ლიბიის ციხეში იმყოფება, მათ შორისაა გემის კაპიტანი, გენო კომახიძე. ლიბიაში, ტანზანიის დროში ქვეშ მცურავი თურქული გემი 30 აგვისტოს დააკავეს. მიზეზად არალეგალური ტვირთით არალეგალურ ნაოსნობა დასახელდა.

მეზღვაურების ოჯახის წევრები მომდევნო აქციას თბილისში, საგარეო საქმეთა სამინიტროსთან გეგმავენ. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში