მწვანე ტბის კვლევა

11 ოქტომბერი 2017, 00:00 2967 ნახვა

მწვანე ტბაზე, სპეციალისტებმა კვლევა ჩაატარეს, რომლის მიზანიც ტბის ბიოლოგიური და ტურისტული პოტენციალის დადგენა იყო. ტბის კვლევისას ფრანგული კონიაკის სავსე ბოთლიც აღმოაჩინეს, რომელიც სპეციალისტების თქმით, სავარაუდოდ ტურისტებს ეკუთვნით.

პირველადი შედეგების მიხედვით, ტბის მაქსიმალური სიღრმე 11 მეტრია. ტბაში დომინირებს წითელი ფერი, რომელიც წითელი ფერის ნიჩაბ ფეხიან კიბოებს უკავშირდება. ამ ეტაპზე გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტმენტის ექსპერტები ტბიდან ამოღებულ სინჯებს იკვლევენ. საბოლოო დასკვნა 10 დღეში გახდება ცნობილი.

ამავე კატეგორიაში