უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბათუმში ავტომობილი დაეჯახა

11 ოქტომბერი 2017, 00:00 5345 ნახვა

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე 63 წლის ქალს ავტომობილი დაეჯახა. ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა. თვითმხილველების თქმით, ქალი დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქვეითთა გადასასვლელზე გადადიოდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაზარალებული რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. 

სამედიცინო დაწესებულების მედიკოსების თქმით, პაციენტს სამი ნეკნი აქვს მოტეხილი. ასევე დაზიანებული აქვს ლავიწის ძვალი და ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს. ოპერაცია ხვალ დილით არის დაგეგმილი. ექიმების განმარტებით დაშავებულ ქალს შინაგანი ორგანოების დაზიანებები არ აღენიშნება. მიმდინარეობს საჭირო გამოკვლევები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის
მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში