მსახიობი ლიკა ქავჟარაძე გარდაიცვალა

11 ოქტომბერი 2017, 00:00 11368 ნახვა

მსახიობი ლიკა ქავჟარაძე დღეს ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე საკუთარ სახლში მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  შესაბამის უწყებაში შეტყობინება ცოტა ხნის წინ შევიდა. ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. უწყების წარმომადგენელთა თქმით, მსახიობის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

ლიკა ქავჟარაძე 1959 წელს დაიბადა. სამსახიობო კარიერა 12 წლის ასაკში ფილმით "შადრევანი" დაიწყო. შემდეგ იყო: „როცა აყვავდა ნუში“ და „მშვენიერი კოსტიუმი“.  მაყურებლისთვის ყველზე დასამახსოვრებელი თენგიზ აბულაძის ფილმში "ნატვრის ხე"  შესრულებული მარიტას როლი გახდა. მას სამსახიობო კარიერის განმავლობაში 30 ფილმში აქვს მთავარი და მეორადი როლები შესრულებული.

ლიკა ქავჟარაძეს 26 ოქტომბერს 58 წელი შეუსრულდებოდა. 

ამავე კატეგორიაში