ფრანგი ეკოლოგების აქცია

12 ოქტომბერი 2017, 00:00 3019 ნახვა

დღეს დილით გარემოს დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის გრინპისის აქტივისტები საფრანგეთის კატენომის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე შევიდნენ და იქედან ფოიერვერკი გაუშვეს. ამის შესახებ ორგანიზაცია სოციალური ქსელით იუწყება.

ამ აქციით  ეკოლოგებს სურდათ ეჩვენებინათ, რომ  ქვეყნის ატომური სადგურები დაცული არ არის. მანამდე გრინპისმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც საფრანგეთის და ბელგიის ატომურ სადგურებზე თავდასხმის საშიშროების შესახებ იუწყებოდა, რადგან ეს სადგურები სათანადოდ არ არის დაცული. 

ამავე კატეგორიაში