ფაროსანას გამო ბათუმის ბაღებში სასწავლო პროცესი  დროებით შეწყდება  

12 ოქტომბერი 2017, 00:00 3179 ნახვა

ბათუმის ყველა საბავშვო ბაღი მუშაობას აჩერებს. მიზეზი აზიური ფაროსანაა. ინფორმაცია ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა გაავრცელა. “მშობლების საყურადღებოდ! ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება აზიური ფაროსანას საბავშვო ბაღში აღმოჩენის შემდეგ ღებულობს პრევენციულ ზომებს და ბათუმის საბავშვო ბაღებში სამი სამუშაო დღით 16, 17, 18 ოქტომბერს წყვეტს სააღმზრდელო პროცესს. მწერის გასანადგურებლად შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური სპეციალური ხსნარებით დაამუშავებს და შეწამლავს საბავშვო ბაღების ეზოებს. სამი დღით სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტა აღსაზრდელების უსაფრთხოების გამო გადაწყდა” - წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნატალია ზაქარეიშვილი.

ამავე მიზეზით რამდენიმე დღის წინ სააღმზრდელო პროცესი შეწყდა 23-ე საბავშვო ბაღში. როგორც მოისმინეთ, ბაღები მუშაობას 19 ოქტომბრიდან გააგრძელებენ. 

ამავე კატეგორიაში