ბათუმში ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ სცნო

13 ოქტომბერი 2017, 00:00 3646 ნახვა

დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებული პირები ბათუმის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო. მოსამართლემ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა.  

გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 3 იანვარს, ადლიის ქუჩის  მიმდებარე ტერიტორიაზე სამი პირი ერთ-ერთი მარკეტის თანამშრომლებს თავს დაესხნენ, რომლებიც სამსახურეობრივი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ. თავდამსხმელებმა ისინი  ავტომანქანით  ბათუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიყვანეს, სადაც დანით და ცეცხლსასროლი იარაღით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ  148 ათას 546 ლარს და მარკეტის თანამშრომელთა პირად ნივთებს დაეუფლნენ.  

სამართალდამცველებმა  ბრალდებულები ფოთსა და ბათუმში 19 იანვარს დააკავეს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამივე მათგანი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ სცნო.  

ამავე კატეგორიაში