1000 ცალი ნერგი ბორჯომის ტყის აღსადგენად

13 ოქტომბერი 2017, 00:00 2051 ნახვა

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის აგრარული მიმართულების წარმომადგენლები, ბორჯომის ტყის მწვანე  საფარის აღსადგენად, სათბურში 1000-მდე წიწვოვან ნერგს გამოიყვანენ. სტუდენტები ნაძვის, სოჭის და ფიჭვის ნერგებს პროფესორ- მასწავლებლებთან ერთად ბორჯომის ტყეში გაზაფხულზე დარგავენ.

პროექტში ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი, ბოტანიკური ბაღი და „აგროსერვის ცენტრია“  ჩართული.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში