4 წლიანი პატიმრობა სანტას ფორმიან მძარცველს

13 ოქტომბერი 2017, 00:00 2241 ნახვა

ბათუმში, 31 დეკემბერს „იალჩინ მარკეტში“ მდებარე სავალუტო ჯიხურზე თავდასხმაში ბრალდებულს, სასამართლომ 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მიიღო. შეგახსენებთ, ახალი წლის ღამეს, სანტა კლაუსის ფორმაში გამოწყობილმა მამაკაცმა მაღაზია დააყაჩაღა. მან სუპერმარკეტში მდებარე სავალუტო ჯიხურიდან დიდი ოდენობით თანხა წაიღო.

ამავე კატეგორიაში