არსებობს რისკი რომ ფაროსანამ ციტრუსის ნაყოფიც დააზიანოს - აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

13 ოქტომბერი 2017, 00:00 4317 ნახვა

 საქართევლოში გავრცელებული საშიში მავნებლების ინტეგრირებული მართვა, ამ საკითხზე მსჯელობენ სპეციალისტები. სურსათის ეროვნული სააგენტოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები. საუბარია იმ მავნებლებზეც რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტად არიან გავრცელებული. ერთ-ერთი ასეთია აზიური ფაროსანა.

მავნებელი საქართველოში ორი წლის წინ გამოჩნდა. სპეციალისტების თქმით, აზიური ფაროსანა სწრაფად მრავლდება,  მას შეუძლია  მოსავლის 70%  განადგურება. მწერი 300-მდე სახეობის მცენარით იკვებება. მავნებელი მწერი ძირითადად თბილ ადგილებში ბინადრობს. ზამთრის პერიოდში კი ის საცხოვრებელ სახლებს და სხვა შენობა- ნაგებობებს  აფარებს თავს. სწორედ ამიტომ სურსათის ეროვნული სააგენტო  მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს, მავნებლის საწინააღმდეგოდ მექანიკური და ქიმიური ღონისძიებები გაატარონ.  

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ არსებობს რისკი მავნებელმა ციტრუსის ნაყოფიც დააზიანოს. უწყების წარმომადგენელთა თქმით,  ქობულეთში, ხელვაჩაურსა და ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე, სადაც მავნებელი ყველაზე ხშირად გვხდება,  ფერმერებს პრეპარატები უკვე დაურიგდათ. პარალელურად წამლობითი ღონისძიებების მონიტორინგი მიმდინარეობს. 

ამავე კატეგორიაში