ბათუმის ''დინამომ'' გორის ''დილა'' დაამარცხა

13 ოქტომბერი 2017, 00:00 2414 ნახვა

სანაკრებო პაუზის შემდეგ, ეროვნული საფეხბურთო ლიგის გათამაშება განახლდა. დღეს 29-ე ტურის ორი მატჩი გაიმართა. ბათუმის „რაგბი არენაზე“  ბათუმის  "დინამომ“ უშუალო კონკურენტს, გორის „დილას“ უმასპინძლა. დინამო 57-ე წუთზე ელგუჯა გრიგალაშვილმა დააწინაურა - 1:0.  89-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა გორის ''დილას''  მცველს, გოდერძი მაჩაიძეს მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედნიდან გააძევა.

საბოლოოდ, "დინამომ" 1:0 გაიმარჯვა და 32 ქულა დააგროვა. გუნდმა “დილასთან” ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა.

დღესვე საჩხერის „ჩიხურასა“ და „სამტრედიას“ შორის მატჩი გაიმართა. თამაში 1:2 "სამტრედიის" გამარჯვებით დასრულდა.

ამავე კატეგორიაში