ლიკა ქავჟარაძეს დღეს დაკრძალავენ

14 ოქტომბერი 2017, 00:00 2923 ნახვა

კინოვარსკვლავ ლიკა ქავჟარაძეს  დღეს დედის გვერდით დაკრძალავენ. მას ვაკის ყოვლადწმინდა სამების ტაძრიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ. მსახიობი 11 ოქტომბერს, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლიკა ქავჟარაძე 1959 წლის 26 ოქტომბერს დაიბადა.

პროფესიით მუსიკოსს მხატვრულ კინოში 1972 წლიდან იღებდნენ. შესრულებული აქვს 20-ზე მეტი როლი. განსაკუთრებით პოპულარული გახდა მარიტას როლის შესრულებით თენგიზ აბულაძის მიერ 1976 წელს გადაღებულ ფილმში „ნატვრის ხე“. მას ასევე შესრულებული აქვს როლები ფილმებში „პეპელა“ (1977), „კავკასიური რომანსი“, „დემეტრე თავდადებული“ (1982), „ოჯახი“ (1985) და სხვა.

ამავე კატეგორიაში